Wednesday, July 1, 2015

პროექტის სახელწოდება მუზეუმი - ცოდნის ტაძარი
პროექტის მთავარი იდეა მონაწილენი იკვლევენ მუზეუმის და გალერიების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიოს და საქართველოს უმნიშვნელოვანესი მუზეუმების გალერიების შესახებ. გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილ ადამიანთა სახელებს. ჩაატარებენ სამუშაოს საკუთარ რეგიონში არსებულ მუზეუმების შესახებ.
პროექტის მიზნები  მოსწავლეები გაეცნობიან საზოგადოების ცხოვრებაში მუზეუმების და გალერიების მნიშვნელობაზე მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების ჯგუფური, თანამშრომლობითი მუშაობის,საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარებას.
მონაწილეთა ასაკი vii კლასი
ვადები ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები: ფოტოალბომები,ხელნაწერი გაზეთი,საუკეტესო ესეების კრებული,ფოტონამუშევრების გამოფენა, ოჯახებში ექსპონატების მოძიება,. კომპიუტერტთან მუშაობის ცოდნა-ჩვევების გაღრმავება.
რესურსი; სახელმძღვანელო vii კლასის ინტერნეტით მოძიებული თვალსაჩინო მასალები ფორმატი. მარკერები, წებო, ჭიკარტები მრავალმხრივი პრაქტიკული საქმიანობისთვის.
პროექტის მსვლელობა მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის თემას ერთობლივად, ,იმსჯელებენ მცირე მოხსენების შესახებ, რომელშიც მათ უნდა დაასაბუთონ მუზეუმის საგანმანათებლო შესაძლებლობები.დასახული ამოცანის შესასრულებლად მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. ერთ-ერთი იქნება ლიდერი, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს პროექტის მსვლელობას. მოსწავლეები შეიმუშავებენ გეგმის რამდენიმე ვარიანტს ,შეარჩევენ ერთ-ერთს, რომელიც მისაღებია ჯგუფის ყველა წევრისათვის. მოსწავლეები ყურადღებით გაეცნობიან შერჩეული ეპოქის შესატყვის ვიზიალურ მასალას და გაკეთებენ ესკიზებს მომავალი ნამუშევრებისთვის.განიხილავენ მათ მიერ მოძიებული რესურს-ინფორმაციას, ვიზიალურ მასალას. ერთობლივი გადაწყვეტილებით მათი აზრით განსაკუთრებით საინტერესოს განალაგებენ სტენდზე და იზრუნებენ სტენდის მხატვრულ გაფორმებაზე.
საგნებასწათან კავშირი ზეპირი მეტყველების წერითი ჩვევების გაღრმავება-გაუმჯობესება.
იხ. პროექტის შეფასების რუკაბრი
ეროვნულო გეგმა სვ ს.გ.vii.2 ს.გ.vii.8, ს.გ.vii.14.
პროექტის ხელმძღვანელი მაკა ქებაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა qebadzemaka@gmail.com,

No comments:

Post a Comment